Skill x არის პროფესიული განვითარების პლატფორმა, რომელიც ეხმარება ადამიანებს ახალი უნარების შეძენასა და კარიერული შესაძლებლობების გახსნაში, ხოლო კომპანიებს — კვალიფიციური და მომზადებული კადრების მოზიდვაში.
საქართველოში დიდი გამოწვევაა როგორც დასაქმება, ისე კვალიფიციური კადრების მოძიება. სწორედ ამიტომ ჩვენ შევქმენით სისტემა, რომელიც ერთდროულად წყვეტს ორივე პრობლემას:
კანდიდატებს ვეხმარებით ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებაში, უფასო ტრენინგებით სხვადასხვა მიმართულებით — მომსახურება, საბანკო სფერო, რითეილი, სტუმარმასპინძლობა, ციფრული უნარები და სხვა.
დამსაქმებელს ვეხმარებით გადამზადებული და კვალიფიკაციის მქონე კადრების პოვნაში, რომელსაც შეუძლია მყისიერად დაიწყოს სამუშაო ზედმეტი, ტრენინგების და სხვა საჭიროებების გარეშე.
ჩვენი მისია
ჩვენი მიზანია ადამიანებს მივცეთ კარიერული ზრდის შესაძლებლობა, ხოლო კომპანიებს — კვალიფიციური კადრები
ტალანტის განვითარება — ნებისმიერი მსურველისთვის, ვისაც სურს ახალი უნარების შეძენა; კომპანიების გაძლიერება — მომზადებული და მოტივირებული თანამშრომლების მიწოდებით; ციფრული და კარიერული ტრანსფორმაციის მხარდაჭერა — როგორც ადამიანებისთვის, ისე ორგანიზაციებისთვის.
